


“ისანი კომფორტი” თანამედროვე საცხოვრებელი კორპუსია, რომელიც მდებარეობს თბილისის ძველ უბანში, რომლის სარეკრიაციო სივრცე, სუფთა ჰაერი და მშვიდი გარემო კორპუსის მობინადრეებს ქალაქის ქაოსისაგან დაიცავს, მისცემს საშუალებას იცხოვრონ ქალაქის გულში ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.
ულამაზესი პანორამული ხედებითა და შიდა გამწვანებული ეზო, რაც მობინადრეებს თბილისში მშვიდი და კომფორტული ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს. კორპუსის ტერიტორიაზე მობინადრეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება, სასეირნო პარკი, ბავშვთა სათამაშო სივრცე, სასეირნო და ველო ბილიკი, სპორტული მოედანი, კომერციული ობიექტები და საბავშვო ბაღი. კორპუსი განთავსებულია ისნის მეტროდან 500მეტრში, ხოლო სამგორის მეტროდან 150მეტრში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კორპუსი მდებარეობს 2,5 კილომეტრის დაშორებით ისეთ ტურისტულ ადგილებთან, როგორიცაა აბანოთ უბანი, ნარიყალას ციხე, მეტეხის ხიდი, რიყის მოედანი, ბოტანიკური ბაღი და სხვა.
„ისანი კომფორტის“ მშენებლობა დასრულდება 2023 წლის ივლისის თვეში.
“ისანი კომფორტი”-ს კორპუსის მშენებლობისას გამოიყენება მხოლოდ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, რაც უზრუნველყოფს კომუნიალური გადასახადების 40%-მდე დაზოგვას. საცხოვრებელი კორპუსი ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობით, მშენებლობის უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით.